დმანისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა გაიხსნა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიფერმა
ფერმა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
ფერმის მოსაწყობად ჯამური ინვესტიცია 10 მლნ ლარია, მათ შორის, 6 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. დმანისის რაიონში ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი მაღალტექნოლოგიური ფერმა – „დმანისის მეცხოველეობა“ გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიწის დამუშავება ხულოში - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
შვეიცარია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლიურად 10 მლნ დოლარს გამოუყოფს

უწყების ცნობით, მეცხოველეობის ფერმა გათვლილია მეხორცული ჯიშის სადედე საქონელზე. ამ ეტაპისთვის ფერმაში სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვია, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს. ფერმა სრული ციკლის წარმოებისათვის პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს.

დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულახში ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად დაესწრო.

„საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ ჩვენი თხოვნით საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოებისა და ბაზრის დეტალური კვლევა დააფინანსა. ამ კვლევის ჩატარების შემდგომ მაღალი დონის პროფესიონალები ჩაერთვნენ პროექტირებაში და დღეს უკვე გვაქვს ახალი ჯიშის პირველი ლოტი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ქართული ხამანწკები - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ქართული ხამანწკებითა და მიდიებით რუსეთი და აზერბაიჯანი დაინტერესდნენ

მინისტრის განმარტებით, ფრანგული სალერსის ჯიშის საქონელი მთის ცივ კლიმატს კარგად ეგუება და დმანისისთვის იდეალურია.

„ეს პროექტი მეხორცული მიმართულებით სწრაფად განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ეს მეურნეობა შეძლებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბაზრის ხარისხიანი ხორცით მომარაგებას“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ახალი ფერმის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი, კომპანიის ქართველი ინვესტორი არჩილ გიორგაძე და კომპანიის ფრანგი დამფუძნებელი ჟაკ ფლური.

ყველა ახალი ამბავი
0