საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი: კვლევის შედეგები

© photo: Sputnik / Stringerავტობაზრობა Autopapa
ავტობაზრობა Autopapa - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ვაჭრობის სირთულეებისა, საქართველო ავტომობილებით ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად რჩება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველომ 2020 წელს 404 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განახორციელა, რაც 44,9%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის ავტობაზრის შესახებ სარეიტინგო კომპანია Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში. 

ქართული თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
მიხეილ ხიდურელი: პანდემიის მიუხედავად ექსპორტის მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა

დოკუმენტის თანახმად, ექსპორტის ვარდნა, პირველ რიგში, სომხეთსა და ყირგიზეთში საბაჟო გადასახადების ზრდას უკავშირდება.

კვლევის თანახმად, საბაჟო გადასახადების გაზრდის გამო 2020 წელს სომხეთში ავტომობილების ექსპორტი 2019 წელთან შედარებით 97,9%-ით შემცირდა, ყირგიზეთში კი 84,8%-ით. ამასთან, კომპანიის პროგნოზით, ეს ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდება.

„2021 წლიდან სომხეთსა და ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტი უმნიშვნელო იქნება, რადგან გაზრდილი საბაჟო გადასახადი ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის საქართველოდან იმპორტირებულ ავტომობილებს ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის“, – აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა, ამავე დროს კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ავტომობილების ონლაინ–გაყიდვების წყალობით საქართველოდან ექსპორტი უმნიშვნელოდ შემცირდა უკრაინასა (1,2%) და აზერბაიჯანში (12,6%).

სარეიტინგო კომპანია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ექსპორტის ტენდენციის შენარჩუნება შეძლეს მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებიც ონლაინ–გაყიდვაზე გადავიდნენ, დანარჩენმა კომპანიებმა კი პანდემიისა და მისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო სერიოზული ზარალი მიიღეს.

„2020 წელს განბაჟებული ავტომობილების რაოდენობა 9,1%-ით გაიზარდა და 67 ათასი შეადგინა, რადგან შემცირებული საგარეო მოთხოვნის გამო ბევრ დილერს რეექსპორტის მიზნით შემოყვანილი ავტომობილების საკუთარი ხარჯით განბაჟება მოუწია“, – ნათქვამია კვლევაში.

კომპანიის ვარაუდით, ბაზრის ახალი ტენდენციების გათვალისწინებით, 2021 წელს ავტომობილების ბაზარს ზრდა ელოდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0