ისტორიული მაქსიმუმი: საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები გაიზარდა

© Pixabay / falcoდოლარი, ევრო
დოლარი, ევრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
ერთ წელიწადში, 2020 წლის მარტიდან, ანუ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საერთაშორისო რეზერვები 701,8 მლნ დოლარით, ანუ 20,6%-ით გაიზარდა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 2021 წლის 31 მარტისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა და 4.101,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის 28 თებერვლის მაჩვენებელზე 25,2 მლნ დოლარით მეტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

2020 წლის მარტიდან 2021 წლის 31 მარტამდე, ანუ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საერთაშორისო რეზერვები 701,8 მლნ დოლარით (20,6%-ით) გაიზარდა

სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის 31 იანვარს მიაღწია, როცა 4.101,6 მლნ დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა

უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და 3,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

იუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკი მდებარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა: მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა

საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,4 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,5 მლრდ დოლარი.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 207,9 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 30,9 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.

რაში ხარჯავს რეზერვებს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულატორი ბაზრის სტაბილიზაციისთვის ინტერვენციის განხორციელებას აპირებს.

„ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

  • დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ხუთ აუქციონზე უკვე 187,5 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0