„მიხაილოვის საავადმყოფო“ კვლავ აუქციონზე გაიტანეს

© photo: Sputnik / Stringerმიხაილოვის საავადმყოფოს შენობა
მიხაილოვის საავადმყოფოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
თბილისის უძველესი კლინიკის უფუნქციოდ დარჩენილი შენობა–ნაგებობები პირველად აუქციონზე 2018 წელს გაიტანეს.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობა აუქციონზე გაიტანეს – საწყისი ფასი 39,8 მლნ ლარია, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

მიხაილოვის საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2018
აუქციონზე იყიდება შენობა, სადაც გადმოცემით ნიკო ფიროსმანი გარდაიცვალა

შენობა, რომელიც აღმაშენებლის №60-ში მდებარეობს, აუქციონზე სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში გაიტანეს.

პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს და ითვალისწინებს ერთდროულად 100 პარალელური აუქციონის გამართვას და გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო ქონების პროვატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალში შედის სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.

ქონების აღწერაში ნათქვამია, რომ იყიდება არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების თითქმის 20 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობები.

აუქციონი მიმდინარე წლის 13 აპრილს დასრულდება.

ობიექტი პირველად აუქციონზე 2018 წელს გაიტანეს „50 ობიექტი შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანიც ქვეყნის სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. გასაყიდი ლოტის საწყისი ფასი 35 მლნ ლარს შეადგენდა. მაგრამ დაინტერესებული პირი არ გამოჩნდა – შესაძლოა, პოტენციური მყიდველები შეაშინა პირობამ, რომლის თანახმად მყიდველმა ისტორიული შენობის რესტავრაციაზე და მის სასტუმროდ რეკონსტრუქციაზე 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ასევე მან ყველა არქიტექტურულ საკითხში კონსულტაცია უნდა გაიაროს მერიასა და კულტურის სამინისტროსთან. 

მიხაილოვის საავადმყოფოს ისტორიული შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2019
ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს შენობის გაყიდვის შესახებ განცხადება ჭიშკარზე გააკრეს

საავადმყოფოს კომპლექსი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის რადიკალურად შეცვლა ან გადაკეთება დაუშვებელია. აუქციონის გამარჯვებულმა კულტურის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულება უნდა იკისროს.

„მიხეილის საავადმყოფო“ – ქალაქის პირველი საავადმყოფოა, რომელიც ტფილისში XIX საუკუნეში გაჩნდა, რაც კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური ხელშეწყობით მოხდა.

კავკასიაში პირველი სამედიცინო დაწესებულება გერმანული წარმოშობის ცნობილმა არქიტექტორმა ზალცმანმა ააგო. მაშინდელ მიხეილის გამზირზე მდებარე საავადმყოფოს მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. ოფიციალურად საავადმყოფო 1868 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა. ხოლო მიხეილის სახელწოდება 1882 წელს მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0