ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა: მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკი მდებარეობს
იუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკი მდებარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ხუთი აუქციონი ჩაატარა, სადაც 180 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა შეადგინა 3,4401  GEL/$1, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

მარეგულირებელმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად  40 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, თუმცა ბაზარზე  მოთხოვნა  მიწოდებაზე ნაკლები აღმოჩნდა და მხოლოდ 27,5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
სად მთავრდება დაღმართი, ანუ ვინ დაიჭერს გაქცეულ ლარს?

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ხუთ აუქციონზე უკვე 187,5 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

  • დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

პარასკევს, 2 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,441 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა,  რომ მარეგულირებელი ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ინტერვენციებს გეგმავს.

„ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, ეს რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ზეთის წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
რატომ გაძვირდა ზეთი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება

მანამდე სებ–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად — მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ცდება, სებ–ი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი გასული წლიდან ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0