დასაქმება და ხელფასები საქართველოში

გამოწერა
საქართველოში 2020 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 32 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის მეოთხე კვარტალში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) ცნობით, წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულადი გამოსახულებით საანგარიშო პერიოდში შეადგინა 12,4 მლრდ ლარი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 7,5%-ით ნაკლებია.

ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2020 წლის მეოთხე კვარტალში 641,6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1%-ით ნაკლებია. დასაქმებულთაგან 58,9% მამაკაცია, ხოლო 41,1% – ქალი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ბიზნეს-სექტორში საშუალო ხელფასი თვეში 1417,0 ლარია, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 0,9% ლარით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0