საქართველოს ექვს ქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

© photo: press-service of the Municipal Development Fund of Georgia (MDF)ახალი ავტობუსები
ახალი ავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
თანამედროვე კომფორტული ავტობუსები, რომლებიც ფოთში, ზუგდიდში, თელავში, გორში, რუსთავსა და ქუთაისში იმოძრავებენ, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს ექვს ქალაქში 175 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ავტობუსი იმოძრავებს, იუწყება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
უფასოდ მგზავრობა 1,5 საათის განმავლობაში ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი

საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ექვსი ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა. ფოთსა და თელავში იმოძრავებს 10–10 ავტობუსი, გორში – 30, ზუგდიდში – 25, რუსთავში 40, ხოლო ქუთაისში – 60.

ამ ქალაქებში იმოძრავებს 8,5 მეტრი სიგრძის 117 ავტობუსი და 10 მეტრი სიგრძის 58 ავტობუსი. ყველა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.

პროგრამა დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ. კონტრაქტის საერთო ღირებულებაა 18,7 მლნ ევრო.

ყველა ახალი ამბავი
0