საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით ოთხ აუქციონზე უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგად ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3,3293  GEL/$1 შეადგინა, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ვის, რატომ და რამდენით გაუძვირდა კრედიტი? >>

მარეგულირებელმა აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ოთხ აუქციონზე უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

სამშაბათს, 23 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3299 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2020
რატომ მერყეობს ლარი: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება

მანამდე სებ–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად — მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ცდება, სებ–ი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი გასული წლიდან ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0