ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა

© photo : Wizz Air / FBავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია  Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
მგზავრებს, რომლებსაც ცვლილების შედეგად რეისები გაუუქმდათ ავიაკომპანია თანხის დაბრუნების რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს.

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ავიაკომპანია Wizz Air-მა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო შეზღუდვების გამო გააუქმა, ინფორმაციას ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო ავრცელებს. ამის შესახებ „პირველი არხი“ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს კომპანია შესთავაზებს ბილეთის გადაცვლას, თანხის 100%-ის ბარათზე ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნებას.

„საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Wizz Air - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
Wizz Air–ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 20 მიმართულებით განახორციელებს

Wizz Air-ს ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადი აქვს შეტანილი.

მარტის პირველ რიცხვებში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცადა, რომ ავიაკომპანია ოპერირებას მარტის ბოლოდან განაახლებს.

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0