როგორ შეხვდა ლარი გაზაფხულს?.. რას მოუტანს მერცხალი ეროვნულ ვალუტას?

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის ჯიხური
ვალუტის ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამოწერა
რეგიონში დაწინაურებული ეროვნული ვალუტა... როგორია ლარის მერყეობის დინამიკა მარტის პირველ დეკადაში და რას პროგნოზირებენ ექსპერტები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში?..

სამსონ ხონელი

გაზაფხულის პირველი ათი დღე გაილია და ურიგო არ იქნება, ვნახოთ, როგორი იყო ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის დინამიკა, რა შეიცვალა წელიწადის დროების შეცვლასთან ერთად. საინტერესოა, რა ტენდენცია იკვეთება სავალუტო ბაზარზე. თანმიმდევრულად მივყვეთ...

გასულ კვირას ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 ამერიკული დოლარი 3.315 ლარი ღირდა. სავაჭრო კვირის დაწყებამდე კი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 3.320 ლარი იყო. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თებერვლის მიწურულს, ორი კვირის განმავლობაში, ამერიკულ დოლართან მიმართებაში 0.52 პროცენტით გაუფასურების შემდეგ ლარი მარტის პირველივე დღეებში 0.15 პროცენტით გამყარდა. აქვე, თქვენს ყურადღებას ორიოდე მონაცემზე შევაჩერებ. კერძოდ, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში თებერვალში 0.48 პროცენტით, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე 0.67 პროცენტით გაუფასურდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
„ყველას მოვუწოდებ თავშეკავებისკენ“ - სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს მიმართა

მარტის თვის დასაწყისში გარდა ლარისა, ამერიკულ დოლართან მიმართებაში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც გამყარდა. კერძოდ, უკრაინული გრივნა 0.72 პროცენტით, სომხური დრამი 0.611 პროცენტით, ხოლო რუსული რუბლი 0.30 პროცენტით გამყარდა. საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილი ვალუტები ქართული ლარის მსგავსად თებერვლის ბოლოს გაუფასურებული იყო. თურქეთის შემთხვევაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. საანგარიშო პერიოდში თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.42 პროცენტით გაუფასურდა. არადა, ნოემბრის ბოლოს თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის შეცვლისა და ახალი პოლიტიკის დაანონსების შემდეგ, თითქმის სამი თვის განმავლობაში თურქული ლირა მკვეთრად და რაც მთავარია სტაბილურად მყარდებოდა. შედეგად, სულ ორიოდე კვირის წინათ ავტორიტეტულმა გამოცემა Financial Times-მა თურქეთის ეროვნულ ვალუტას განვითარებადი მსოფლიოს ვალუტების ლიდერი უწოდა... შექებამ აწყინა! − შესაძლოა, გაიფიქროს მკითხველმა... თუმცა, თურქული ლირის გარდა, მარტის დასაწყისში ამერიკულ დოლართან მიმართებით სხვა ვალუტებიც გაუფასურდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 1.36 პროცენტით − ევრო.  ამავე პერიოდში ამერიკულ დოლართან მიმართებაში 0.36 პროცენტით გაუფასურდა მსოფლიოში ნომერ პირველი ექსპორტიორი ეკონომიკის - ჩინეთის ეროვნული ვალუტა იუანიც.  

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
რა არის ახალი საბანკო სფეროში? კომერციული ბანკების ერთი თვის მონაგარი

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ ამ დროისთვის კობა გვენეტაძის უწყების მიერ ბაზარზე მხოლოდ სამი ინტერვენცია განხორციელდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი თებერვლის მესამე კვირის ხუთშაბათს გაიმართა და ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 40  მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. ამ ინტერვენციის მიუხედავად, იმავე დღეს, ლარის გაცვლითი კურსი, წინა დღესთან შედარებით, 0.09 პროცენტით გაუფასურდა... ეს ბევრი არ არის, − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა და მართალიც იქნება, მაგრამ საპასუხოდ, ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში მთავარია არა გაუფასურების მასშტაბი, არამედ ტენდენცია. დიახ, ინტერვენციის შედეგად, ლარი თუ არ გამყარდება, არც უნდა გაუფასურდეს... აქვე დავსძენ, რომ მიმდინარე წელს საერთო ჯამში, ეროვნულმა ბანკმა მიერ ბაზარზე 120.0 მილიონი ამერიკული დოლარი გაიყიდა. გასული წლის განმავლობაში კი კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო ბაზარს სულ 873.2 მილიონი ამერიკული  დოლარი მიაწოდა. 

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

მარტის დასაწყისში ლარის გაცვლითი კურსი უკრაინულ გრივნასთან 0.53 პროცენტით, ხოლო სომხურ დრამთან კი − 0.49 პროცენტით გაუფასურდა. არადა, ორიოდე კვირის წინათ ტენდენცია სხვაგვარი იყო. ამ ორ ვალუტასთან მიმართებაში ლარს მყარი პოზიციები ეკავა.

გავცდეთ პოსტსაბჭოთა სივრცეს და ვნახოთ, როგორი იყო ეროვნული ვალუტის პოზიციები მეზობელი თურქეთის, ჩინეთისა და შორეული იაპონიის ეროვნულ ვალუტებთან მიმართებასი. გასულ კვირას ლარი ყველაზე მეტით, 2.13 პროცენტით იაპონურ იენთან, ხოლო 1.78 პროცენტით თურქულ ლირასთან გამყარდა. ლართან პოზიციები დათმო და 0.56 პროცენტით გაუფასურდა საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ეკონომიკის, ჩინეთის ეროვნული ვალუტაც - იუანი. ევრო? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. საგულისხმოა, რომ მარტის დასაწყისში ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მაღალი ნიშნულით, 1.69 პროცენტით გამყარდა.

გაერთიანებული ოპოზიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
მეორედ მოსვლის ამბავი... ანუ რისი ეშინია ოპოზიციას?

მარტის თვის პირველ დეკადაში გამოკვეთილი პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გამო ექსპერტ-ანალიტიკოსები მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობას არ გამორიცხავენ. მათ შორის არის „თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია, რომელიც განმარტავს, რომ რეზერვების გაყიდვის თვალსაზრისით ეროვნული ბანკის იმედი აქვს.

„პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, რა წინაპირობები გვქონდა ამ დრომდე. დეფიციტი ისევ დიდი გვაქვს, თუმცა საგარეო დაფინანსებაც არის. ასევე, რეზერვების გაყიდვის თვალსაზრისით, ეროვნული ბანკის იმედიც უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განწყობებზე დიდად პოზიტიურად არ მოქმედებს, თუმცა მარტო ამ ფაქტორის გამო ლარის გაუფასურებას არ ველი. შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში გარკვეული მერყეობები იყოს, რადგანაც ნეგატიური ფონია. თუმცა, ვფიქრობ, რეაგირება ამაზეც იქნება. მართალია დეფიციტი დიდია, თუმცა დაფინანსებაც გვაქვს...“, − აცხადებს ოთარ ნადარაია. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ 2021 წელს ინფლაციის რისკები ისევ მაღალია. თუ ასეთი სცენარით განვითარდა მოვლენები, მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.  

საბანკო ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
რა უნდა იცოდე, ვიდრე ბანკში სესხს აიღებ...

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიანიშნებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსზე საგრძნობი გავლენა ბიუჯეტის დეფიციტსაც ექნება. შემცირებული ეკონომიკის პირობებში რთულია საგარეო ვალის მომსახურება, ის დამატებით წნეხად აწვება ბიუჯეტს. არადა, უკვე მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა, მხოლოდ იანვარში ვალი 735 მილიონი ლარით გაიზარდა. აქვე შეგახსენებთ, რომ იმავე იანვარში ქვეყნის ეკონომიკა 11.5 პროცენტით შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი  7.789 მილიარდ დოლარს შეადგენს და სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის  60 პროცენტიან ზღვარს აღემატება.

და მაინც, როგორია მოკლევადიანი პროგნოზი? ანალიტიკოსთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ამ კითხვაზე პასუხი რთულია, შეუძლებელია კონკრეტული ნიშნულის დასახელება. მათი თქმით, ეროვნული ვალუტის მოკლე და საშუალოვადიანი პერსპექტივა ბევრად დამოკიდებული იქნება იმაზე თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება რამდენად შეუჭყობს ხელს ეკონომიკურ საქმიანობაზე ჯერ ბკიდევ არსებული შეზღუდვების მოხსნასა და ეკონომიკის სრულად ამუშავებას... ვნახოთ, რა ტენდენცია გამოიკვეთება მარტის მეირე დეკადაში და რა ნიშნულს დაიკავებს ლარი...

ყველა ახალი ამბავი
0