ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“: მინისტრები მოსახლეობას პირადად შეხვდებიან

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. აქტივისტებმა გარკვეული დროით სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასაც მიაღწიეს, თუმცა იანვარში სამუშაოები მაინც განახლდა

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ისაუბრა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობას შეხვდნენ.

„ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გაწყვეტს თუ არა საქართველო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეთანხმებას თურქულ კომპანიასთან

„ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ. ისინი ითხ თვეზე მეტია, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და სამშენებლო სამუშაოებთან ახლოს კარვების ქალაქიც მოაწყვეს.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც. ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეიძლება გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა უპასუხონ.

საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
EMC: ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას

„კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, შემდეგია: ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ ასი მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება“, - დასძინა პრემიერმა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ადგილი, სადაც ჰესი შენდება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პროექტის შემუშავებისას შეცდომები იქნა დაშვებული.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოსა და თურქულ კომპანია ENKA–ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების მომზადებაში საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული სახელმწიფოს მხრიდან და ყველა ის ასპექტი, სადაც საჭირო იყო სახელმწიფო ინტერესების დაცვა, დაცულია.

ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
ქუთაისის ცენტრში „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

შეთანხმება საქართველოსა და კომპანია ENKA–ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, თუ ინვესტორი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, თუმცა ის ჯერჯერობით ამ ვალდებულებებს ასრულებს, აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0