უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება

© Sputnik / Alexander Imedashviliუფლისციხე
უფლისციხე - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
კიდევ ერთი ხიდი მტკვარზე კომფორტულს გახდის გზას საქართველოს ერთ–ერთ უნიკალურ ძეგლთან – კლდეში ნაკვეთ უფლისციხესთან

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. უფლისციხის ისტორიულ კომპლექსთან მიმავალი გზის მეშვიდე კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე ახალი ხიდი შენდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ხიდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელთან შენდება. მისი სიგრძე 119 მეტრი იქნება.

© photo: Roads Department of Georgiaუფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება
უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება

„არსებული ხიდი დაზიანებული იყო და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი გახდა ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი რკინა-ბეტონის სახიდე გადასასვლელი სრულად მოაგვარებს უსაფრთხო გადაადგილების პრობლემას, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0