საქართველომ თხილის ექპორტისგან 81 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

© photo: Sputnikთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნების, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოდან ბოლო ექვს თვეში 15.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 81.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გასული წლის 1 აგვისტოდან 8 თებერვლამდე პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.2 ათასი ტონით (50%) აღემატება 2019-2020 წლების ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 27.7 მლნ აშშ დოლარით (52%).

ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
საქართველომ ვაშლის ექსპორტისგან 5 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 253 ტონა), იტალიაში (3 823 ტონა), ჩეხეთში (738 ტონა), ესპანეთში (445 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), საფრანგეთში (381 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი (885 ტონა), რუსეთი (756 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (466 ტონა), უკრაინა (300 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (180 ტონა),კანადა (146 ტონა), შვეიცარია (111 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვ.

მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
საქართველომ ექსპორტზე 39 ათასი ტონა მანდარინი გაიტანა

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების გადარჩენა და ფერმერებმა, მათ შორის, თხილის უხვი მოსავალი მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0