ნათია თურნავა „ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

© Sputnik / Viktor Kaminskyენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
დერივაციული გვირაბის დაგეგმილი რემონტის გამო „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი მიმდინარე წლის 1 მაისამდე გამორთული იქნება.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. „ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ „ენგურჰესის“ მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე აისახება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ენგურჰესის რემონტისთვის 28 მილიონი ევრო გამოიყოფა>>

საქართველოს ყველაზე მძლავრმა ჰიდროელექტროსადგურმა „ენგურჰესმა“ გვირაბში გადაუდებელი და აუცილებელი სარემონტო სამუშაოების გამო 20 იანვარს მუშაობა შეწყვიტა. სადერივაციო (ჰიდროტექნიკური) გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 მაისამდე გაგრძელდება. ამის გამო „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი გამორთულია.

„ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
თურნავა: „ენგურჰესის“ რემონტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს „ენგურჰესის“ მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს ეწვია. უწყების ცნობით, მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

„ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად წყლის დანაკარგები 30-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს“, – განაცხადა მინისტრმა.

სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ადგილობრივია.

„ენგურჰესი“  - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2021
ყველაზე მძლავრი სადგური – „ენგურჰესი“ 20 იანვარს მუშაობას შეწყვეტს

რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროს შეადგენს. აქედან 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

„ენგურჰესი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით „ენგურჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

ყველა ახალი ამბავი
0