საქართველომ ექსპორტზე 38 ათასი ტონა მანდარინი გაიტანა

მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
წინა სეზონთან შედარებით, მანდარინის ექპორტის მოცულობა 23 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ქვეყნის მიერ მიღებული შემოსავალი – 15 პროცენტით.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. მოსავლის სეზონის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან განხორციელდა 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო.

ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
საქართველომ ვაშლის ექსპორტისგან 4 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.0 ათასი ტონით (23%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.0 ათასი ტონა), სომხეთსა (8.3 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა).

აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ სეზონზე აჭარაში ციტრუსის მოსავალი არც ისე დიდი, მაგრამ უფრო ხარისხიანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0