ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიფერმა
ფერმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესაქონლეობის ახალ ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გიაურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალი ფერმის მშენებლობაზე 2 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა, აქედან 1.5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი კი ფერმერის ინვესტიცია. ფერმაში, სადაც 20 ადგილობრივია დასაქმებული ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

მესაქონლეობის ახალი ფერმა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტო აგრარულ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში ეხმარება.

„სოფელ დამია-გიაურარხში აშენებული ახალი ფერმა კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შესაძლებლობებს იძლევა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროექტები“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, პროგრამა ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0