საქართველოში ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა იზრდება

© Pixabay / congerdesignფქვილი
ფქვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ხორბლის იმპორტის 90% რუსეთზე მოდის, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონ ტონა მარცვლეულს ნიშნავს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ერთი ტომარა ხორბლის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა გაიზარდა და 15 ლარი გახდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

ცოტა ხნით ადრე, დეკემბერში მთავრობამ 50 კგ-იან ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა 10 ლარით განსაზღვრა.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, აღნიშნული გაზრდილი სუბსიდია შეეხება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს, რომელიც 2021 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში გაიყიდება. 

ფქვილი - Sputnik საქართველო
როგორ აისახება რუსეთში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება საქართველოში პურის ფასზე?

მწარმოებელ ქვეყნებში ხორბლის ცუდმა მოსავალმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და ლარის მერყევმა კურსმა იმოქმედა ფქვილის ღირებულებაზე, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში პური გაძვირდებოდა. ამის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის იმპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება.

პროგრამა გათვლილია 4 თვეზე და ის დეკემბრიდან ამოქმედდა. წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. პროგრამა 1 მარტამდე იმოქმედებს.

ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ჯამში 10 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0