შრომის ინსპექციამ წესების დარღვევისთვის სამი ობიექტი დააჯარიმა

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი სასტუმროები, კაფე–ბარები
დაკეტილი სასტუმროები, კაფე–ბარები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღეებში შრომის ინსპექციამ 550-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი შეამოწმა, აქედან 485 ობიექტი გააფრთხილეს.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ 48 ათასზე მეტი ობიექტი შემოწმდა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, 28 ნოემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით პერიოდში ზედამხედველობა განხორციელდა 48 589 ობიექტზე, აქედან რეკომენდაციები გაიცა 26 841 ობიექტზე.

ბაზრობა ბათუმში - Sputnik საქართველო
მოლები და ბაზრობები გახსნისთვის ემზადებიან: რა წინაპირობაა ამისთვის საჭირო

14-17 იანვარს შემოწმდა 553 ობიექტი, მათგან 485-ს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, 65 ობიექტი კი საქმიანობას პროტოკოლის სრული დაცვით ახორციელებდა.

„ამავე პერიოდში, 322-ე დადგენილების მიხედვით, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის სამი ობიექტი დაჯარიმდა. მათგან ერთ-ერთი ახორციელებდა დახურულ სოციალურ ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა“, – აღნიშნა ფერაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0