თურნავა: კულტურის სფეროს მოღვაწეთა მხარდასაჭერად სახელმწიფო საახალწლოდ თანხას გამოყოფს

© Facebook / Ministry of Economy and Sustainable Developmentნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე პანდემიის გამო კულტურის სფერო ერთ-ერთია იმ სფეროებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები პანდემიმადე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, რასაც ახლა მოკლებული არიან, ამის გამო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სწორედ კუტურის წარმომადგენლებს, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში ჩართოს რაც შეიძლება მეტი ხელოვანი ადამიანი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: აუცილებლად გვჭირდება კულტურის კომერციალიზაცია

„ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო არ ფუნქციონირებს რესტორნები, ასევე მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებს საახალწლო ღონისძიებები, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოს 400 000 ლარი იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე“, – განაცხადა თურნავამ.

კულტურის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ გუშინ გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც. პრემიერის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს კულტურის სფეროს კომერციალიზაცია, თუმცა მანამდე, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ აქ დასაქმებული ადამიანები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.

უფრო ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარს დაუჭერს

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდა. დიდ ქალაქებში სპეციალური წესებით გაიხსნა სავაჭრო ცენტრები. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კი კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

ყველა ახალი ამბავი
0