მესტიაში „ენერგო-პრო ჯორჯიამ" კრიპტოვალუტების მორიგი ფერმა გათიშა

© Sputnik / Elizabeth Joudroსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობა მოხმარებული ეელქტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია, თუმცა ეს არ ეხება კრიპროვალუტების ფერმებს, რომლებსაც ვირტუალური ფულის მაინინგისთვის დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდებათ

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მესტიის ცენტრში მდებარე  სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა აღმოაჩინა, რომლებიც ელექტროენერგიას უკანონოთ მოიხმარდნენ, ნათქვამია ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა შემთხვევაში გადაიხდის კრიპტობიზნესი დღგ-ს>>

კომპანიის ინფორმაციით, მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

„სასტუმრო „ბანგურიანში“ აღმოჩენილი მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას კვლავ მწყობრიდან გამოყავს ის.

კრიპტოვალუტის მოპოვება - Sputnik საქართველო
„ენერგო-პრომ“ სვანეთში ბიტკოინების ფერმა გათიშა

ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება.

მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი ადგილობრივმა პოლიციამ გამოავლინა.

„ენერგო-პრო ჯორჯია" სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის პროცესი“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სვანეთში, სადაც მოსახლეობა დენის გადასახადისგან გათავისუფლებულია, კრიპტოვალუტების მაინინგსაც უფასოდ აწარმოებენ. წლის განმავლობაში ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ მესტიაში არაერთი მაინერი აღმოაჩინა და გათიშა.

როგორ აისახა კორონავირუსის პანდემია კრიპტოვალუტის ბაზარზე და რა ელის ბიტკოინს>>

საქართველოში კრიპტოვალუტების  მოპოვება ძალიან პოპულარული საქმიანობაა, 2018 წელს ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერიც იყო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მაინინგში დახარჯული ელექტროენერგიის ოდენობით. მაშინ ამ პროცესში შინამეურნეობების დაახლოებით 5% იყო ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0