თურნავა: ეკონომიკის გაჯანსაღება ლარის კურსზე დადებითად იმოქმედებს

© Sputnik / Viktor Kaminskyღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელი მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის თვალსაჩინო მაგალითია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარებაზე გავლენას მოახდენს მომდევნო წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღება.

დაკეტილი მაღაზიები - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები შემცირდა

თურნავამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელმაც ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია - ტურიზმის გაჩერებაა.

„პირველ რიგში, ჩვენ დაგვარტყა პანდემიამ იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემომტანი ინდუსტრიები ან შეჩერდა, ან ძალიან დაზარალდა. იცით, რომ ტურიზმი არის ესეთი ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელმაც 2019 წელს 3.3 მილიარდი დოლარის კონტრიბუცია დააგენერირა ჩვენს ფინანსურ ბაზარზე. პრაქტიკულად, წელს ამოვარდა ეს რესურსი“, - განაცხადა თურნავამ ტელეარხ Rustavi 2-ის ეთერში.

მისი თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ექსპორტიც, როგორც უცხოური ვალუტის მსხვილი შემომტანი, შეუძლებელი იყო.

„ბევრი სხვა ფაქტორიც ზემოქმედებდა ეკონომიკაზე და ბუნებრივია, რომ ეს არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ეროვნულ ვალუტაზე, ისევე როგორც ჩვენს რეგიონში და ჩვენს ირგვლივ სხვა ქვეყნების ეროვნულ ვალუტებსაც იგივე პრობლემა შეექმნათ,“ - აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, 2020 წელი მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის თვალსაჩინო მაგალითია, რომლის წყალობით გაცილებით უარესი შედეგის თავიდან აცილება მოხერხდა.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
რატომ არ მოქმედებს ლარის კურსის დინამიკა ფასებზე: გვენეტაძის განმარტება

„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ლარის კურსზე და მის გამყარებაზე, პირველი და მთავარი პოზიტიური ზემოქმედება ექნება ეკონომიკის გაჯანსაღებას უკვე მომავალი წლიდან მოყოლებული. ერთ-ერთი მთავარი შემომტანი ქვეყანაში უცხოური ვალუტის, რაც  დამაბალანსებელ როლს ითამაშებს, ეს არის და იქნება ექსპორტი. მიუხედავად პანდემიისა, ძალიან კარგი ტენდენციები გვაქვს ქართული წარმოების ექსპორტში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა რვა თვეში უკვე 25 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 843,2 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა ნიშნულამდე 3,4842 GEL/$1.

19 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა ნიშნულზე 3,2747 GEL/$1. წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლარის მიმართ 0,0099 ლარით გამყარდა.

ყველა ახალი ამბავი
0