საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები შემცირდა

© Sputnik / Alex Shlamovდაკეტილი მაღაზიები
დაკეტილი მაღაზიები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე შესამჩნევი კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობაში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, ხელოვნებაში, გართობასა და დასვენებაში

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა კვლავ ვარდნას განიცდის, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია – 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ 5,6%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. 

მშპ, მიმდინარე ფასებით, 2020 წლის მესამე კვარტალში 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში 5,9% შეადგინა.

რომელი სფეროები იზრდება, რომელი - მცირდება

ყველაზე შესამჩნევი კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-53.1%)
  • ტრანსპორტი და დასაწყობება (-25.0 %)
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება (-32.4 %),
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-49.0 %),
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-12.5 %),
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.5 %),
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-4.4 %).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.3 %),
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.6 %),
  • განათლება (5.6%),
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა (14.7%),
  • მშენებლობა (2.0 %),
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (1.5%).

მშპ-ს სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი უკავიათ შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა.

ეკონომიკის სფეროების ტოპ-ხუთეული, რომლებსაც 2020 წლის III კვარტალში მშპ-ს სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი უკავიათ

ეკონომიკის სფერო ზრდა, %
ვაჭრობა   15,1
გადამამუშავებელი მრეწველობა 11,6
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 10,7
მშენებლობა     10,4
სოფლის მეურნეობა 9,3

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები შემცირდა

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები 202 წლის მეორე კვარტალთან შედარებით შემცირდა - აპრილიდან ივნისამდე მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,3%-ით შემცირდა.

მთავრობის წევრების ტრიბუნა - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში გამოუყო

2020 წლის პირველ კვარტალში, როდესაც ჯერ კორონავირუსის პანდემია არ იყო დაწყებული, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მშპ-ს ზრდამ 2,2% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 5,2%-ით, რაც აღემატებოდა პროგნოზს, რომელიც 4,5%-ს შეადგენდა.

პროგნოზები და პერსპექტივები

პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 5%-ს შეადგენს.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა პანდემიის პერიოდში – ეკონომიკის მინისტრის 2020 წლის ანგარიში

2020 წელს მშპ-ს 5%-ით შემცირების შემდეგ 2021 წელს მოსალოდნელია 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა. 2021-2024 წლებში საქართველოში მოსალოდნელია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა - საშუალოდ 5,3%. გაზრდილი საგარეო ვალი ეტაპობრივად შემცირდება, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს წლიურ ანგარიშში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი ემთხვევა საქართველოს მთავრობის პროგნოზს - სსფ ელოდება, რომ 2020 წელს ეკონომიკა შემცირდება 5%-ით, ხოლო 2021 წელს პანდემიის შედეგების შესუსტებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის ზრდა შედგენს 4,3%-ს, თუმცა პერსპექტივების გაუარესების მნიშვნელოვანი რისკებით.

ყველა ახალი ამბავი
0