თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველომ 63,4 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით 12,2 ათასი ტონა თხილი გაიტანა ექსპორტზე, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე თხილის ექსპორტის მოცულობა 3,5 ტონით ანუ 40%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო ფულად გამოსახვაში 20,2 მილიონი დოლარით გაიზარდა (47%). ამავე პერიოდში თხილის საექსპორტო ფასი 5%-ით გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნების, ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
2020 წელს ქართული თხილის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ-ათეული
ქვეყანა | თხილის ექსპორტი, ტონა |
გერმანია |
3 530 |
იტალია |
2 581 |
სომხეთი | 680 |
ჩეხეთი | 594 |
რუსეთი | 540 |
თურქეთი | 530 |
ლიეტუვა | 355 |
პოლონეთი | 354 |
ესპანეთი | 352 |
ბულგარეთი | 322 |
თხილის გადამუშავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.