საქართველოში შეღავათებით საწვავზე 120 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

© Sputnik / Alexander Imedashviliგლეხი თავის ნაკვეთს ამუშავებს
გლეხი თავის ნაკვეთს ამუშავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17 ათასზე მეტი სადაზღვევო პოლისი

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, დიზელის საწვავის შესაძენად აგრობარათები უკვე 123 700-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე.

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასებში მიწოდება საქართველოს მთავრობის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს დახმარების განმსაზღვრელ ფაქტორს.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
დიზელის საწვავზე „ევრო-5"-ის სტანდარტის შემოღება ერთი წლით გადაიდო

20 ნოემბრის მონაცემებით, ფერმერებმა 32 000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად, 5,2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.

ყველა ფერმერისთვის, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აგროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საწვავი საბაზრო ფასზე იაფია. ამასთან ლიმიტი წელიწადში 1 ჰექტარზე 150 ლიტრს შეადგენს.

გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 172 000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები.

დამატებითი შეღავათები

საუბარია ფერმერებზე, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს. აგროქულები სპეციალურ აგრობარათებზე ირიცხება - 1 ჰექტარზე 200 ლარის ოდენობით. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 30 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 24,3 მლნ ლარზე მეტი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

შინაური ცხოველების საკვები - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა

ამ თანხით ფერმერები იძენენ მცენარეთა დაცვის სასუქებს და პრეპარატებს, მცენარეთა დაცვის ქიმიურ და ბიოლოგიურ საშუალებებს, სათესლე მასალას თუ ნერგებს, ასევე აგროტექნიკის მომსახურებას ისტუმრებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

გარდა ამისა, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17 000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18 ათას ჰექტარზე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ ლარს აღემატება.

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან დამტკიცებულია 369 განაცხადი, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 22 მლნ ლარი.

თხილი - Sputnik საქართველო
საქართველოდან თხილის ექსპორტი იზრდება

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2 893 აგროსესხი, სესხის თანხა ჯამურად 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ყველა ახალი ამბავი
0