თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის იანვარი–სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა 1,2 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 1 445 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2019 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ფართობი შემცირდა 39,7%-ით, ხოლო რაოდენობა – 19,8%-ით.
ბიზნეს–ასოციაცია: აუცილებელია ეროვნული ბანკის აქტიური ჩარევა სავალუტო ბაზარზე>>
ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.
ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ტოპ–ხუთი რეგიონი 2020 წლის იანვარი–სექტემბერში
რეგიონი | ობიექტების რაოდენობა | წილი ობიექტების საერთო რაოდენობაში, % |
თბილისი | 394 | 27,3 |
კახეთი | 207 | 14,3 |
იმერეთი | 146 | 10,1 |
მცხეთა–მთიანეთი | 142 | 9,8 |
ქვემო ქართლი | 133 | 9,2 |
საქართველოში 2020 წლის იანვარი–სექტემბერში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 3,9 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე 6,98 ათასი ნებართვა გასცეს.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 10,6%-ით შემცირდა, ხოლო ფართობი – 30,2%-ით.
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა მინიმალური ხდება>>
გაცემული ნებართვების მთლიანი რაოდენობიდან 76,7% მოდის ოთხ რეგიონზე – თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი
ტოპ–ხუთი რეგიონი 2020 წლის იანვარი–სექტემბერში გაცემული ნებართვების მიხედვით
რეგიონი | ნებართვების რაოდენობა | წილი ნებართვების საერთო რაოდენობაში, % |
თბილისი | 3 682 | 52,8 |
ქვემო ქართლი | 711 | 10,2 |
იმერეთი | 488 | 7,0 |
მცხეთა–მთიანეთი | 467 | 6,7 |
აჭარა | 439 | 6,3 |
წლის დასაწყისიდან კომპეტენტურმა ორგანოებმა ნებართვები გასცეს სხვადასხვა შენობის მშენებლობაზე – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.