„იმუშავე საქართველოდან“: პროექტი სულ უფრო მეტ უცხოელს იზიდავს

გამოწერა
პროექტით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, სრული განაკვეთით დასაქმებულებს, ასევე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბიზნესი.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. პროექტში „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილეობისთვის განაცხადი 1,1 ათასმა უცხოელმა გააკეთა, მათგან 700-მა თანხმობა მიიღო, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის განმარტებით, იმ ადამიანების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი, რომლებმაც პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა მიიღეს, 5,7 ათას დოლარს აღემატება. აქედან გამომდინარე, იმ თანხის პოტენციური ოდენობა, რომელიც შეიძლება ნახევარი წლის მანძილზე საქართველოში დაიხარჯოს, 23,9 მლნ დოლარია. 

მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო
„იმუშავე საქართველოდან“: უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად ახალი პროექტი დაიწყო

„შეგახსენებთ, რომ პროექტი თავისი შინაარსით არ ემსახურება მასობრივი ტურიზმის გენერირებას. ის ემსახურება ყველაზე მნიშვნელოვანს – უსაფრთხოდ ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას“, – დაწერა ქვრივიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის დავალებით მოამზადა.

ახალი პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, სრული განაკვეთით დასაქმებულებს, ასევე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბიზნესი.

წესების თანახმად, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველმა უცხოეთის მოქალაქემ განაცხადი უნდა შეავსოს ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დარეგისტრირებისთვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ინფორმაცია უცხოელ დამსაქმებელზე, უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით, წინასწარი დასტური სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლის შესახებ, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოქმედი იქნება არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში, და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში.

ყველა ახალი ამბავი
0