ქართველი მეფეები საკოლექციო მონეტებზე: ეროვნულმა ბანკმა დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა

© National Bank of Georgiaეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები
ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკოლექციო მონეტების თემაა „საქართველოს მეფეები“. ამჯერად კონკურსი ეძღვნება დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“, ამჯერად კონკურსი ცხადდება ორ თემაზე: „დავით აღმაშენებელი“ და „თამარ მეფე“.

50 ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში მიმოქცევაში 2020 წლის გამოშვების კუპიურები გამოვიდა

„ამ ფორმით ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას. მსგავსად მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია კი უკვე თავისთავად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სერიის ფარგლებში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება 2021 წელს არის დაგეგმილი.

საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირობები ასევე ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ყველა ახალი ამბავი
0