შემოსავლების სამსახურში სომხეთისკენ მიმავალი სამხედრო  ტვირთის აღმოჩენას არ ადასტურებენ

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშისაკონტროლო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვარზე
საკონტროლო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის მიმართილებით სამხედრო ტვირთის გადაადგილება აღიკვეთა. 

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

უწყების ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის მიმართილებით სამხედრო ტვირთის გადაადგილება აღიკვეთა. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“,  რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი შემოვიდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.

ამასთან, შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ტვირთის თანმხლები დოკუმენტების, კამერალური შემოწმებისა და საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: აზერბაიჯანსა და სომხეთში სამოქალაქო ტვირთები დაუბრკოლებლად შედის

„აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დაუფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვარის კვეთა და  გააგრძელა მოძრაობა შემდგომი დანიშნულების ადგილის მიხედვით“, - ნათქვამია  უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს და მათი გადაადგილება 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისად ამ მიზნისთვის, შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 14 347 სატვირტო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან გავიდა 14 595 სატრანსპორტო საშუალება.

გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
მოლაპარაკებები საგანგებო ვითარებაში: გახარია და ფაშინიანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. სომხეთმა და მთიანმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა შემოიღეს და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე ასევე გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0