„წარმოებულია საქართველოში“ – ქართველი სამხედროები ადგილობრივ პროდუქციას ჩაიცვამენ

© photo: press-service of the Ministry of Defence of Georgia სამკერვალო ფაბრიკა „ჯეო–ემ–ტექსი“
სამკერვალო ფაბრიკა „ჯეო–ემ–ტექსი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე მსხვილი ქართული კომპანია „ჯეო-ემ-ტექსის“ აქციები სახელმწიფო კომპანია „დელტა ტექსტილმა“ შეიძინა.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის საველე და ყოველდღიურ სამუშაო ფორმას სამკერვალო ფაბრიკა „ჯეო-ემ-ტექსში“ შეკერავენ, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„ჯეო-ემ-ტექსი“ მსხვილი ქართული კომპანიაა, რომელიც ევროპულ ბაზარზე აქტიურად მუშაობს. მისი აქციების 49% სახელმწიფო კომპანია „დელტა ტექსტილმა“ შეიძინა, რომელიც სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა. სამკერვალო ფაბრიკა იტალიური და იაპონური წარმოების თანამედროვე საკერავი მანქანებითაა აღჭურვილი.

თავდაცვის სამინისტროს განახლებული ავტოპარკი - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ავტოპარკი FORD Ranger-ის 160 პიკაპით შეივსო

ფაბრიკაში დაიწყება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დღეს მხარეებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებით დაადასტურეს. დოკუმენტს ხელი „დელტას“ დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა და „ჯეო-ემ-ტექსის“ წარმომადგენელმა გრიგორი მორჩილაძემ მოაწერეს. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობის გზით ადგილობრივ სამკერვალო წარმოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყონ ხელი. საწარმო მზადაა, სამინისტროს დაკვეთები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით შეასრულოს, სამინისტრო კი, თავის მხრივ, ფორმების იმპორტს ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლებს.

საქართველომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა

 - Sputnik საქართველო
საქართველომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა

„დელტა ტექსტილის“ საწარმოო ბაზა წარმოდგენილია საუკეთესო სამკერვალო ფაბრიკის სახით (დაფუძნდა 2015 წელს), სადაც ამჟამად 360 ადამიანი მუშაობს. კონკრეტული კომპანია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ უძრავ-მოძრავი აქტივებისა და საწარმოო პოტენციალის შეფასების შემდეგ შეირჩა. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა მსოფლიოში აპრობირებული წარმატებული პრაქტიკაა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება თავდაცვის სფეროში წარმოების მიმართულებით.

რაც შეეხება სამხედრო ქარხანა „დელტას“, მისი ისტორია გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

თავდაცვის ძალებმა საავიაციო პარკის სრული განახლება დაიწყო>>

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, უნივერსალურ საომარ მოდულებს, უპილოტო აპარატებს, პისტოლეტებს, ჯავშანჟილეტებს, შაშხანებს და სხვ. ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0