ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია

© National Wine Agency of Georgiaრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

თბილისი, 14 სეტემბერი – Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში 40 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

14 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში გადამუშავებულია 28 ათასი ტონა „რქაწითელი“, 8 ათასი ტონა „საფერავი“, 1,3 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. 

სალომე ზურაბიშვილის რთველი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა წლევანდელ რთველში თავისი წვლილი შეიტანა

„ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 40-მდე დიდი და საშუალო ღვინის კომპანია", – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 235 დიდი და საშუალო კომპანია.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

ყველა ახალი ამბავი
0