ფინანსთა სამინისტრო: უცხოური კრედიტები აუცილებელია ეკონომიკის სტაბილურობისთვის

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვალის დატვირთვის შემცირება უკვე მომავალ წელს, პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების სტაბილიზაციის პარალელურად იქნება შესაძლებელი, მიიჩნევენ ფინანსთა სამინისტროში.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ვალის მოცულობის ზრდა 2020 წელს ძირითადად უკავშირდება მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღო, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

დოლარი და ევრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ვალები გაიზარდა: ვინ რამდენი მოგვცა

ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია, ასევე სახელმწიფოს მასშტაბურმა დახმარებამ მოსახლეობის დაზარალებული ფენებისთვის, მოიტანა ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის 8%-მდე ზრდა. წარმოქმნილი დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარება, რამაც, მეორე მხრივ, ქვეყნის საგარეო ვალის გაზრდა გამოიწვია.

როგორც გაგუამ განაცხადა, მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გაზარდა თავისი ვალი რადიკალურად და ამის ერთადერთი მიზეზი პანდემიაა. ის იმედოვნებს, რომ მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა.

რა რისკებია დაკავშირებული საგარეო ვალთან

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს საერთო სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან 2020 წელს გაიზრდება 58,5%-მდე 2019 წლის 39,8%-დან, ხოლო მომავალ 2021 წელს შემცირდება 56,9%-მდე.

„უცხოურ ვალუტაში გამოხატული მაღალი წილი (77,7% 2019 წელს) სავალურო რისკს ქმნის. გაზრდილი ფისკალური რისკები ნაწილობრივ რბილდება მაღალი მრავალმხრივი ვალების წილით (73% საერთო ვალიდან, 2019 წ.), დაბალი საპროცენტო ხარჯებითა და დაფარვის ხანგრძლივი ვადებით“, – ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

Fitch ელოდება, რომ საგარეო დაფინანსება დაკმაყოფილდება შეღავათიანი ოფიციალური სესხებით, რაც საგარეო რეზერვების შენარჩუნებას დაეხმარება.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, რომლის შესწორებული ვარიანტი მიმდინარე წლის ივნისში მიიღეს, სახელმწიფო ვალის მოცულობა 4,5 მილიარდით გაიზრდება და ჯამში 27,3 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, საგარეო ვალის ზღვრულმა მოცულობამ 21,4 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო შიდა ვალმა – 5,9 მლრდ.

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის ლოგო - Sputnik საქართველო
Fitch: საქართველოს ეკონომიკა იმაზე ნაკლებად დაეცემა, ვიდრე ამას ხელისუფლება ვარაუდობს

როდის შემცირდება სახელმწიფო ვალი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო ძლიერ დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკა, მისი პრაქტიკულად ყველა სექტორი.

„ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოვიზიდეთ მნიშვნელოვანი, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება. ეს, ერთი მხრივ, ვალია, მეორე მხრივ, ეს არის დაზღვევა, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობა გარანტირებულია“, – განაცხადა გაგუამ.

მისი აზრით, არსებობს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ვალის დატვირთვა უკვე მომავალ წელს, პანდემიასთან დაკავშირევული ვითარების სტაბილიზაციის პარალელურად.

ყველა ახალი ამბავი
0