უმუშევრობა საქართველოში: რამდენით გაიზარდა მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან

© Sputnik / Viktor Kaminskyბუკინისტი რუსთაველის პროსპექტზე
ბუკინისტი რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში მამკაცებს შორის უმუშევრების რაოდენობა ტრადიციულად უფრო მაღალია, ვიდრე ქალებს შორის

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. უმუშევრობის დონე საქართველოში 2020 წლის მეორე კვარტალში 0,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 12,3% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ ვებგვერდზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
აი რაია?... ანუ რა და როგორ ითვლება IRI−ის დაკვეთით?..

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბევრი ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. პანდემიის შედეგების გადასალახად საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარების მიზნით.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში კიდევ მეტად გაიზრდება.

საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქალაქში.

„2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, უმუშევრობამ ქალაქებში 2,3%-ით მოიმატა მაშინ, როდესაც სოფლებში 0,3%-ით დაიწია“, — ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.

მამკაცებს შორის უმუშევრების რაოდენობა ტრადიციულად უფრო მაღალია, ვიდრე ქალებს შორის. 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა როგორც ქალებში (1,8%), ისე მამაკაცებში (0,1%).

მოსახლეობის აქტიურობა

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (15 წელი და ზემოთ) მაჩვენებელი 2020 წლის მეორე კვარტალში 63,7%-ს შეადგენს.

  • „აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით“, — ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2020 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით

ამასთან, აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 74.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.6 პროცენტული პუნქტით.
 

ყველა ახალი ამბავი
0