რთველი კარს მოგვადგა: თელავში საკოორდინაციო შტაბი ამუშავდა

© Sputnik / STRINGERრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა წელს ყურძნის მწარმოებელ რეგიონებში ქართული ჯიშების „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ სუბსიდირებას მოახდენს.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. „რთველი 2020“ იქნება წარმატებული, რადგან სახელმწიფომ ამის ყველანაირი წინაპირობა შექმნა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა თელავში „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

„რქაწითელი" და „კახური მწვანე": მთავრობა რთვლის სუბსიდირებას გეგმავს>>

„გასული წლების მსგავსად, წლევანდელი რთველიც ორიენტირებულია მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვაზე და მათი შრომის დაფასებაზე. მოსავლის ზრდასთან ერთად გამოწვევები დარგში იზრდება, დასაბინავებელია 300 ათასამდე ტონა ყურძენი. „რთველი 2020“ იქნება წარმატებული, რადგან სახელმწიფომ ამის ყველანაირი წინაპირობა შექმნა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ამის  გათვალისწინებით მთავრობამ ბიუჯეტიდან რთვლის სუბსიდირება გადაწყვიტა.

„ჩვენ ფერმერებს დავეხმარებით სუბსიდიით, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, ყურძნის ფასი იქნება მინიმალური. ორგანიზებული გვაქვს ყველა ღონისძიება, რომ მევენახეებმა შეფერხებების გარეშე შეძლონ მოსავლის დაბინავება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, რთვლისთვის მზადება ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით ყველა საწარმოს მიეცა მოდერნიზაციის შესაძლებლობა.

მთავრობა წელს ყურძნის მწარმოებელ რეგიონებში ქართული ჯიშების „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“  სუბსიდირებას მოახდენს.

ვენახი - Sputnik საქართველო
სეტყვით დაზარალებულ მევენახეებს ზარალს უნაზღაურებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთვლის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის სულ მცირე 0,80 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ შესყიდვის სანაცვლოდ ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 0,30 ლარის ოდენობით.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0