წვრილი ხურდის გარეშე: საქართველოში 1 და 2 თეთრიანებს ბრუნვიდან იღებენ

© Sputnik / STRINGER50–თეთრიანები
50–თეთრიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაბალი ნომინალის მონეტების ამოღების მიზეზია მათი დამზადების მაღალი ღირებულება და დაბალი მსყიდველობითი უნარი.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დადგენილების თანახმად, მონეტების გადაცვლა ნებისმიერ კომერციულ ბანკში, ასევე ეროვნულ ბანკში შესაძლებელი იქნება 2021 წლის ბოლომდე, მაგრამ 2022 წლის იანვრიდან მონეტების გადაცვლა მხოლოდ ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა ორი მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა

დაბალი ნომინალის მონეტების ამოღების მიზეზია ის, რომ მათი დამზადება ძვირი ჯდება, ხოლო მათ დაბალი მსყიდველობითი უნარი აქვთ.

სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2019 წლის იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა.

დამრგვალების მეთოდი გავრცელდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტითაა შესაძლებელი, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

ყველა ახალი ამბავი
0