დაინიშნა ჩარტერული რეისი ვარშავა–თბილისი–ვარშავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამგზავრო თვითმფრინავი
სამგზავრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავირეისს პოლონური კომპანია LOT Polish Airlines შეასრულებს. ავიაკომპანიას ჩარტერული რეისის განხორციელების ნებართვა 7 აგვისტოს მისცეს.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ვისაც სურვილი აქვს ჩამოვიდეს საქართველოში ან ვარშავაში გაფრინდეს, შეუძლია ისარგებლოს ჩარტერული რეისით ვარშავა–თბილისი–ვარშავა, რომელსაც პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines 14–15 აგვისტოს შეასრულებს. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ჩარტერული რეისის შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 აგვისტოს მისცა.

Airbus-320  - Sputnik საქართველო
საქართველო აგვისტოში საბერძნეთთან ავიამიმოსვლას აღადგენს

14 აგვისტოს თვითმფრინავი ვარშავიდან თბილისში ჩამოფრინდება, ხოლო 15 აგვისტოს შეასრულებს თბილისი–ვარშავის რეისს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენის მიმართულებით. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღადგინა. 5 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა თბილისსა და რიგას შორის, რომელსაც AirBaltic ასრულებს, ხოლო 8 აგვისტოს თბილისსა და პარიზს შორის ფრენებს დაიწყებს Air France.

თვითმფრინავით მესტიასა და ამბროლაურში: შიდა ფრენები განახლდა>>

ვიზიტორებმა საქართველოში ჩამოფრენისთვის საზღვარზე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში თავიანთი მოგზაურობის ისტორია, ასევე სად აპირებენ კონკრეტულად საქართველოში გაჩერებას და უნდა დატოვონ საკონტაქტო მონაცემები.

ეიფელის კოშკი - Sputnik საქართველო
თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია 14-დღიანი კარანტინის გავლა და თან – საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვისაც ძალაშია 14-დღიანი კარანტინი, მაგრამ ხარჯებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაფარავს.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც საქართველო თავის საზღვრებს ხსნის, ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

მიუნხენი-თბილისი: Lufthansa რეგულარულ ავიარეისებს აღადგენს>>

სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია.

ყველა ახალი ამბავი
0