22:13 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (747)
110 0 0

საერთო ჯამში შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 86 კილომეტრ მონაკვეთსა და 15 ხიდს.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, მიუხედავად გეოლოგიური გამოწვევებისა, წელს შატილის მიმართულების გზაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ გაჩერებულა.

„პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და ორი ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შატილის მიმართულებით გზის პარამეტრები გაუმჯობესდება, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.

„მთის გზების“ პროექტის პარალელურად გზის რეაბილიტაციის ორი პროექტი მსოფლიო ბანკის, სამი პროექტი კი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

ყველაზე პრობლემური – თუშეთის გზა ორ წელიწადში უსაფრთხო გახდება>>

საერთო ჯამში შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 86 კმ გზასა და 15 ხიდს. აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე 59 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

შატილი შუა საუკუნეების ციხე-სოფელია, რომელიც 60-ზე მეტ კოშკს აერთიანებს, მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. 2007 წლიდან შატილის კოშკები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

მთავარი თემები