ექსპერტი: საგარეო ვაჭრობის უფრო მეტ ვარდნას მოველოდი

© photo: Rati Abuladze / FBრატი აბულაძე
რატი აბულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 072.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტმა იკლო 15.6%-ით, ხოლო იმპორტმა – 16.5%-ით.

ეკონომისტი რატი აბულაძე მიიჩნევს, რომ ვაჭრობის შემცირების მაჩვენებელი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, ეს კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეკონომიკის რეგენერაციის ოპტიმისტურ ნიშანს წარმოადგენს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაეცა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი ასე საგრძნობლად, რატი აბულაძის თქმით,  ძირითადი მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა სუსტი ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე.

„პანდემიის შედეგად გაიზარდა ფინანსური ზარალი, ეკონომიკური რისკები, სიღარიბე, სოციალური არასტაბილურობა და უკმაყოფილება. დაეცა ვაჭრობა და წარმოება. საზოგადოებამ შეამცირა ხარჯვა და და გაზარდა ფულის ეკონომია. ბიზნესმა შეკვეცა თავისი წარმოება და აქტივობა. დაეცა საინვესტიციო აქტივობაც“, – აღნიშნა რატი აბულაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ეკონომისტს მიაჩნია, რომ ამავე დროს გამოვლინდა საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სისუსტეები და მთავრობა გამოწვევების დასაძლევად ფინანსური, ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსების ძიებაშია.

ვალუტის კურსი - Sputnik საქართველო
რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა
„შეზღუდვები და საკარანტინო რეჟიმი მოგვევლინა „ხელის მუხრუჭის“ როლში მიწოდების ჯაჭვისა და საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში. შედეგად – მსოფლიო ვაჭრობა შემცირდა 18.5%-ით (WTO, 2020 წლის II კვარტალი), ხოლო ბარიერებისა და ვაჭრობის შემზღუდველი ღონისძიებების შედეგად საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა 16.3%-ით“, – აღნიშნა რატი აბულაძემ.

როგორც სპეციალისტმა განმარტა, დღეს შემოსავლის მიღება ყველას სჭირდება – მოქალაქეებს, ბიზნესს და სახელმწიფოს. თუ ვაჭრობა არ იქნა, არც შემოსავალი იქნება და ვერც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს დავძლევთ.

„ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ნათელია ვირუსის ეკონომიკური კონტურები. ეს კი შესაძლებლობას იძლევა ჩარჩოებში მოექცეს გაურკვევლობის პროცესი და არსებული გამოწვევების შესაბამისად განისაზღვროს ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილების ვექტორი“, – აღნიშნა აბულაძემ.

ლაშა ბოსტაშვილი - Sputnik საქართველო
ის, რაც უნდა იცოდეს ბიზნესმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შესახებ

ეკონომისტის თქმით, საბოლოო ჯამში პრობლემების დაძლევის პასუხი პოლიტიკურ რესურსშია. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს რეგიონულ თანამშრომლობას და უნდა გაატაროს დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა. ასევე დაძლიოს ბაზრებზე არსებული გაურკვევლობა, ხელი შეუწყოს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ამაღლებას.

საქართველოს მთავრობამ ვაჭრობის დარგი, ხელშეწყობის მიზნით, წელს პირველად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ჩართო. ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებს შეუძლიათ 50 ათასი ლარიდან 5 მლნ ლარამდე მოცულობის სესხის აღება და მისი გამოყენება საოპერაციო ხარჯებისთვის. მაგალითად, კომუნალურების, ხელფასების, იჯარის გადასახდელად.  

ვეფხია გიორგაძე - Sputnik საქართველო
რაში სჭირდება ქვეყანას უცხოური ინვესტიცია და როგორ მოვიზიდოთ უცხოური კაპიტალი

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0