საქართველოს ეკონომიკა კატასტროფულ ვარდნას განაგრძობს

გამოწერა
მიმდინარე წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში დაფიქსირდა.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს – კორონავირუსის პანდემიის ფონზე 2020 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მშპ 13,5%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.  

დაკეტილი რესტორნები და სასტუმროები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ვარდნა – მშპ კატასტროფულად მცირდება

2020 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში დაფიქსირდა.

იანვარ–მაისში ეკონომიკის ვარდნამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,4% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა და გადააჭარბა პროგნოზს, რომელიც 4,5%-ს შეადგენდა.

მოსალოდნელი სტატისტიკა

ქვეყნის ეკონომიკა მაისში უფრო ნაკლებად დაეცა, ვიდრე 2020 წლის აპრილში. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას აზრით, ამის მიზეზი მაისის ბოლო დეკადაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და გარკვეული ბიზნეს–საქმიანობის დაწყებაა.

2020 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში მშპ-ის მაჩვენებელი 16,6%-ით შემცირდა.

„მთლიანობაში ეს სტატისტიკა მოსალოდნელი იყო. პირველ ყოვლისა, მთავარია ის, რომ აპრილსა და მაისში ჩვენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვიმყოფებოდით და სრულიად შეგნებულად შევაჩერეთ ბიზნეს–აქტივობა, ადამიანების მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა პრაქტიკულად გადავრჩენილიყავით და არ გაგვემეორებინა ის ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც, სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში მოხდა, და შეგვენარჩუნებინა დადებითი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია“, – განაცხადა თურნავამ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
როდესაც არ იყო კორონავირუსი: საქართველოში ეკონომიკური ზრდის მონაცემები დააზუსტეს

მინისტრის თქმით, ახლა, როდესაც ბიზნეს–აქტივობა მეტ-ნაკლებად ამოქმედდა, უნდა დავაკვირდეთ, როგორ აისახება იგი ივნისისა და ივლისის მონაცემებზე, თუმცა, წლის ბოლომდე დადებითი დინამიკა მოსალოდნელი არაა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ დინამიკა კვლავ უარყოფითი იქნება, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ვარდნა 4–5% იქნება“, – განაცხადა თურნავამ.

პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე

მიუხედავად 2019 წლის დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლებისა, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შოკმა მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ნათქვამია კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, დაუდექით ადგილობრივ ტურიზმს გვერდში

ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება უარყოფითად აისახება ქვეყნის ექსპორტზე და ფულადი გადარიცხვების მაჩვენებლებზე, პანდემიიდან გამომდინარე გლობალური გაურკვევლობის გაგრძელებით კი შემცირდება კაპიტალის შემოდინება და ეკონომიკაში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელება. პანდემიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონია ტურიზმის ვარდნამ. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26%-ით შემცირდა.

2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-ით შემცირება, რაშიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების დაახლოებით 70%-იანი შემცირება. ასევე ტურიზმის შემცირება უარყოფითად მოქმედებს სხვა სფეროებზეც, მათ შორის, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორზე.

არადამაიმედებელი პროგნოზები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან გააუქმა და დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. 

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 4%-ს მიაღწევს.

მიმდინარე წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა, ამავე დროს იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა საშუალოდ 4% იქნება.

ყველაზე პესიმისტური, როგორც საქართველოში მიაჩნიათ, არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 14 მაისს გამოქვეყნებული პროგნოზი, რომლის თანახმად, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში (სსფ) ვარაუდობენ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ვარდნა –4%-მდე იქნება, ხოლო ინფლაცია 4,6%-ს შეადგენს. თუმცა, სსფ-ის პროგნოზები 2021 წელთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 3%-ით, ხოლო ინფლაცია 3,7%-მდე შემცირდება. 

შემოდგომაზე საქართველოს ეკონომიკა გაუარესდება, მიაჩნია ექსპერტს

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ჯერჯერობით არავინ იცის, როდის დაიწყება პოსტკრიზისული პერიოდი.

„წინ ჩვენ მეორე კვარტლის მონაცემები გველოდება. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში და დიდი ალბათობაა იმისა, რომ კრიზისი რეალურად ამ შემოდგომაზე, ოქტომბერ–ნოემბერში დაიწყება. და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული კორონავირუსის პანდემიასთან“, – განაცხადა შენგელიამ  „Sputnik–საქართველოსთან“.

მისი თქმით, კრიზისი გამოწვეულია მსოფლიოს მასშტაბით დაწესებული შეზღუდვებითა და ეკონომიკის შეჩერებით და საფონდო და ნავთობის ბაზრებზე შექმნილი ვითარებით. 

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი დამტკიცებულია: როგორ გადანაწილდა თანხები

„ამიტომაც, თუ ამას დაემატება კიდევ პანდემია, რამდენადაც არა მარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აცხადებენ, რომ იქნება მეორე ტალღა, ეს მსოფლიო ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებისთვის, იქნება დამღუპველი“, – აღნიშნა ექსპერტმა.

შენგელიას აზრით, სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობის დონე, შემცირდა ინვესტიციები, ალბათ შემოდგომიდან გაიზრდება იმპორტი, ექსპორტი კი შემცირდება – ეს ოთხი ფაქტორი ძლიერ დაარტყამს ლარის კურსს.

„ლარის გაუფასურება, რომელსაც ჩვენ შემოდგომიდან ველოდებით, სერიოზულ გავლენას მოახდენს ინფლაციასა და ფასების ზრდაზე“, – აღნიშნა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

დასავლეთი დაგვეხმარება

პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. მთავრობა იძულებული გახდა მეწარმეებისა და მოქალაქეებისთვის, ასევე ეპიდემიის გავრცელების აღკვეთისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის დამატებითი რესურსები მოეძიებინა.

„უარესი იქნება“ - ნათია თურნავა მშპ-ს კატასტროფული ვარდნის შესახებ საუბრობს>>>

ამ მიზნებისთვის აუცილებელმა დამატებითმა ხარჯებმა 3 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა.

საერთაშორისო პარტნიორებთან მთავრობის აქტიური მოლაპარაკებების შედეგად საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი კრიზისის პერიოდში სსფ-სგან დახმარება მიიღო. ორგანიზაცია დათანხმდა „გაფართოებული დაფინანსების მექამიზმის“ პროგრამის გაგრძელებაზე, რაც ნიშნავს წლის ბოლომდე საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას.

ამას მოჰყვა სხვა დონორების დახმარება. მთლიანობაში საქართველომ 1,5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0