მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმი დაამტკიცა

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების მიღების მსურველმა, რომელიც იპოთეკურ სესხს აიღებს, მინიმუმ 10% უნდა დაფაროს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმი დაამტკიცა, რომლითაც სარგებლობას ბინის შეძენის მსურველები შეძლებენ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
შეღავათიანი იპოთეკური სესხები, მიწის რეგისტრაცია – რა საკითხები განიხილეს სხდომაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების თანახმად, იპოთეკური სესხები 20 წლამდე ვადით გაიცემა და ბინის შეძენის შემთხვევაში უზრუნველყოფის კოეფიციენტი 70%-ს შეადგენს.

„ახალი პროგრამა ქვეყნის 18 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს ეხება. ასევე მექანიზმი ეხება ყველა იმ დეველოპერს, რომელთაც მშენებლობაზე ნებართვა აქვთ. მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელშიც გაიმარჯვებს ის, ვინც სახელმწიფოს ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, მან განმარტა, რომ დეველოპერებისთვის კონკურსი ტარდება იმ მიზნით, რომ ფასები არ იყოს „გაბერილი“.

მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის თანახმად, ხუთი წლის მანძილზე იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება მოხდება.

სესხს ბანკი გასცემს. რადგან უზრუნველყოფის კოეფიციენტი 70%-ია, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების მიღების მსურველმა, რომელიც იპოთეკურ სესხს აიღებს, გადასახდელი 30%-დან მინიმუმ 10% უნდა დაფაროს, 20%-ს კი სახელმწიფო დაფარავს, რაც მსურველს სესხის აღების საშუალებას მისცემს.

პროგრამა წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე იმოქმედებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0