თურნავა ქართულ პირბადეებზე: ორ თვეში იმპორტიორიდან ექსპორტიორად ვიქეცით

© photo : Ministry of Economy of Georgia / FBდამცავი პირბადეების საწარმო
დამცავი პირბადეების საწარმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სულ უფრო მეტი საწარმო აწამოებს პირბადეებს არა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლისთვის, არამედ საექსპორტოდაც. ქართული წარმოების პირბადეებით უცხოეთში დაინტერესდნენ.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ქართული წარმოების დამცავი პირბადეებით დაინტერესდნენ აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, პირბადეებს საქართველოში უკვე დაახლოებით 20 ქართული კომპანია აწარმოებს.

პირბადე - Sputnik საქართველო
საქართველო სამედიცინო პირბადეების ექსპორტს გეგმავს

„იმდენად გაჯერდა საქართველოს ბაზარი, ჩვენ ამ დღეებში დავრთეთ ნება, [პირბადეები] გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა, როგორც დღეს ითქვა, დიდი რიგები დგას ამის გამო, არის უკრაინაში მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად ორ თვეში“, – განაცხადა თურნავამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში დამცავი პირბადეების დეფიციტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ სხვა სამთავრობო უწყებებთან და კერძო სექტორთან ერთად რეკორდულად მცირე დროში შეძლო მათი ადგილობრივი წარმოების ორგანიზება.

პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე - მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას>>

ამ დღეებში საქართველოში ახალი საწარმო გაიხსნა. New Technologie Impex არის საწარმო, რომელიც ევროპული სტანდარტების მაღალი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს. ის მოიცავს ორ საწარმოო ხაზს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით.

სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში საწარმოს ყოველთვიურად 12 მლნ ნიღბის წარმოება შეუძლია. პირველ ეტაპზე საწარმოში 50-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0