მოსახლეობისთვის ფულადი დახმარების გაცემა ამ კვირაში დაიწყება

© Sputnik / Viktor Kaminskyგაზაფხული თბილისში
გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაუწევენ.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. კორონავირუსით დაზარალებულთათვის ფულადი დახმარების გაცემა ამ კვირაში დაიწყება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განახორციელებს

„ჩვენ არასდროს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან 1 აპრილს, ან 1 მაისს. ვთქვით, რომ ეს ყველაფერი 20 მაისის შემდგომ იქნებოდა. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით და არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო“, – განაცხადა პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, პირველ რიგში 1 ივნისამდე დახმარებას მიიღებს 40 434 შშმ პირი, 194 529 პირი, ვისაც 65000-დან 100000-მდე ქულა აქვს მიღებული სოციალური კეთილდღეობის სკალის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა სიაში მყოფი 224 644 მრავალშვილიანი ოჯახი, 58 000 თვითდასაქმებული პირი, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია.

„განაცხადები მიიღება და გაგრძელდება მანამდე, სანამ დახმარებას ყველა არ მიიღებს“, – აღნიშნა გახარიამ.

ვინ მიიღებს დახმარებას

სახელმწიფოსგან ნახევარი წლის განმავლობაში თვეში 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ დეკრეტულ შვებულებაში მყოფი და კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურდაკარგული და კონტრაქტით დასაქმებული პირები. ამ დროისთვის სულ დარეგისტრირებულია 78 ათასი ადამიანი, რომელთათვისაც გათვალისწინებულია აღნიშნული დახმარება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რატომ არის კორონავირუსით დაზარალებულთათვის დახმარება მხოლოდ ექვს თვეზე გათვლილი?

ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის თვითდასაქმებულები, რომლებიც შეძლებენ ცნობის წარდგენას, რომ კორონავირუსის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

გარდა ამისა, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 ათასზე და ნაკლებია 100 ათასზე. აღნიშნულ დახმარებას ნახევარი წლის განმავლობაში 190 ათასი ადამიანი მიიღებს.

ექვსი თვის განმავლობაში დახმარების ოდენობა დამოკიდებული იქნება ოჯახის წევრების რაოდენობაზე:

ოჯახის წევრების რაოდენობა დახმარების მოცულობა
1 70 ლარი
2 90 ლარი
3 105 ლარი
4 140 ლარი
5 175 ლარი
6 210 ლარი
7 245 ლარი
8 280 ლარი
9 315 ლარი
10 385 ლარი

რაც შეეხება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ სამი ან სამზე მეტი შვილი, 100 ლარის ოდენობის კომპენსაციას ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ.

დახმარებას მიიღებენ ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში 100 ლარის ოდენობით შემწეობას მიიღებენ – დაახლოებით 40 ათასი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0