როგორ მივიღოთ საგადასახადო შეღავათები პანდემიის პირობებში

გამოწერა
იმისთვის, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდეს, დამსაქმებელი ვალდებულია ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაცია წარადგინოს.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ნახევარი წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს პირებს, რომელთა შემოსავალი 1,5 ათას ლარამდეა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

საგადასახადო შეღავათები საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოსახლეობის სოციალურ დახმარებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. 

ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო
მთავრობამ სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარება გამოყო: ვინ რამდენს მიიღებს

მთავრობის გეგმის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის შეღავათი შეეხებათ კერძო სექტორში დასაქმებულებს, რომელთა ხელფასი 1,5 ათას ლარამდეა. აქედან არ დაიბეგრება 750 ლარის ოდენობის თანხა, ანუ, მაგალითად, 1000 ლარის ოდენობის ხელფასის პირობებში საშემოსავლო გადასახადი გამოითვლება მხოლოდ 250 ლარიდან და არა მთლიანი თანხიდან.

იმისათვის, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდეს, დამსაქმებელმა ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს.

ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სხვადასხვა ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ სამსახურის გარეშე დარჩენილი, თვითდასაქმებული, სოციალურად დაუცველი და შშმ პირები. კომპენსაციის ოდენობა კონკრეტულ კატეგორიაზეა დამოკიდებული.

ანტიკრიზისული გეგმის გამოცხადებამდე საქართველოს მთავრობამ დახმარება მეწარმეების ნაწილს უკვე აღმოუჩინა. ტურისტული ბიზნესის 4,5 ათასი წარმომადგენელი 1 ნოემბრამდე გათავისუფლდა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.

ამას გარდა, სახელმწიფო მცირე სასტუმროებს საბანკო სესხის ექვსი თვის საპროცენტო განაკვეთის ხარჯის 80 პროცენტს დაუფინანსებს. ამასთან, 38 ათას ავტოიმპორტიორს საბაჟო გადასახადი გადაუვადდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0