Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აჭარაში ანტიკრიზისულ ბიუჯეტს განიხილავენ: პრიორიტეტები და ფინანსები

© Sputnik / Vladimir Umikashviliსასწრაფო დახმარების ბანქანა ბათუმში
სასწრაფო დახმარების ბანქანა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობის პირველი რიგის გეგმებშია პანდემიასთან ბრძოლის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსება.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. აჭარის მთავრობა კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 20 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს და მას გაანაწილებს როგორც საკარანტინო ზონებზე, ისე ჯანდაცვის მარაგების შევსებაზე, განაცხადა ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა უკვე დასრულდა და მისი პროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს გადაეცა.

აჭარაში ჩინოვნიკებს პრემიების ბიუჯეტში დაბრუნება აიძულეს>>

აჭარის მთავრობის გეგმაშია რეგიონის შეჭირვებული მოსახლეობის უზრუნველყოფა სასურსათო კალათებით. საუბარია 10 ათას ბენეფიციარზე.

სოფლის მეურნეობის დახმარება

როგორც რიჟვაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მხარდაჭერასაც ხელისუფლება აპირებს, სოფლის მეურნეობაა.

„აჭარაში ყველა გლეხს, ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე პირველადი სასურსათო წარმოების კუთხით“, – განაცხადა რიჟვაძემ.

დამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო
შეძლეს გადარჩენა და გადაწყობა: როგორ მუშაობენ ქართული კომპანიები პანდემიის პირობებში

ამას გარდა, ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობას 50 მლნ ლარით დააფინანსებს. კერძოდ, სახსრები მიმართული იქნება თითოეული ფერმერისთვის 30 ათასამდე ლარის ოდენობის გრანტის წარდგენაზე.

სახელმწიფო პროექტ „აგროკრედიტის“ ფარგლებში 5 ათასი ბენეფიციარის ერთწლიან კულტურებთან მუშაობისთვის გაცემული სესხების პროცენტებს მთლიანად დაფარავს.

გარდა ამისა, 2020 წელს სოფლის მეურნეობას გაათავისუფლებენ მელიორაციის გადასახადისგან და დავალიანებას ამ მუხლით ჩამოაჭრიან.

ტურიზმის დახმარება

აჭარის მთავრობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ტურისტული დარგის დახმარებისა და სტიმულირების გეგმაზე მუშაობს, რაც ამ სექტორის მდგრადობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საკრედიტო გარანტიები და შეღავათიანი გადასახადები: როგორ დაეხმარება მთავრობა მცირე ბიზნესს?

„გარდა უკვე წარდგენილი შეღავათებისა და ანტიკრიზისული გეგმისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ტურიზმის სექტორთან მიმართებით არსებული შეღავათები არ არის საკმარისი“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთ-ერთი პირველი საქართველოში ტურისტული სექტორი დაზარალდა. მის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ ქონებრივი და საშემოსავლო გადასახადების 1 ნოემბრამდე გადავადება გადაწყვიტა. ამ შეღავათებით უკვე ისარგებლა ამ ბიზნესის 4,5 ათასმა წარმომადგენელმა. გადავადდა 90 მლნ ლარის ვალდებულება.

მთავრობამ მცირე სასტუმროების საბანკო კრედიტების ექვსთვიანი საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსდირებაც მოახდინა.

ყველა ახალი ამბავი
0