მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის გამო ეკონომიკური საქმიანობა შეჩერდა

© Sputnik / STRINGERკარანტინი
კარანტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლნისში მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საწარმო, რომელიც სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნის მოპოვება-გადამუშავებითაა დაკავებული.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონებად გამოცხადებამ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
უკვე 67: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის გამო 23 მარტს ბოლნისსა და მარნეულში საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტრო შეადგენს იმ საწარმოების სიას, რომლებიც კარანტინის ზონებში მუშაობას გააგრძელებენ და მას პრემიერ–მინისტრს წარუდგენს. საუბარია გაზის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების საწარმოებზე, ასევე იმ საწარმოების შესახებ, რომლებიც კვების პროდუქტებს აწარმოებენ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მინისტრმა.

თურნავას თქმით, საუბარია ე.წ. კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საწარმოებზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ყველა ზომას იღებენ იმისთვის, რათა მოსახლეობის პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საწარმო მდებარეობს, რომელიც სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნის მოპოვება-გადამუშავებითაა დაკავებული. საწარმო კომპანია RMG Rich Metals Group-ს ეკუთვნის.

2019 წელს საწარმომ უცხოეთში 651,6 მლნ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები და 72,8 მლნ დოლარის ოქრო გაიტანა – ქვეყნის ექსპორტის საერთო მოცულობის, შესაბამისად, 17,3% და 1,9%.

ამ დროისათვის სამთო-მომპოვებელმა კომპანიამ მუშაობა შეაჩერა.

მარნეულსა და ბოლნისში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი აზერბაიჯანელია.

ყველა ახალი ამბავი
0