საქართველოში 100 წიაღისეულიდან აუქციონზე 60 წარმატებით გაიყიდა

© photo: Sputnik / Sklyaruk / გადასვლა მედიაბანკშიბულდოზერი
ბულდოზერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია თურნავას ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი ობიექტები საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში გასხვისდა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. აუქციონზე გატანილი 100 წიაღისეულის ობიექტიდან 60 უკვე გაყიდულია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: კატარიდან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით

2020 წლის თებერვლიდან პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაც დაემატა, რომლის შედეგადაც სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე გავიდა კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი 100 საბადო.
„მიუხედავად კორონავირუსის გამო არსებული გლობალური გამოწვევისა, რომელიც გარკვეულ შეფერხებას იწვევს ბიზნესში, გუშინ კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში საკმაოდ წარმატებით დავასრულეთ 100 წიაღისეულის აუქციონი. 100 ობიექტიდან 60 საკმაოდ მაღალი კონკურენციის გამოვლენით გავყიდეთ, გავასხვისეთ ბიზნესზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ინვესტორები შემოვიდნენ 60 სხვადასხვა საბადოზე, აიღეს მინიმუმ 20 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც ჩაიდება წიაღისეულის მოპოვებასა და გადამუშავებაში.

„ეს არის მინიმალური ვალდებულება, რეალური ინვესტიცია და ვალდებულება, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, უფრო მაღალი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველო კვლავ რჩება ლიდერებს შორის
 

მისი თქმით, აუქციონის წარმატება ნიშნავს, რომ კორონავირუსის პერიოდში ბიზნესი ენდობა მთავრობის კოორდინირებულ მოქმედებებს.

„ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, ბიზნესსაც აქვს გარკვეული რწმენა, რომ ეს არის დროებითი პრობლემა, რომელიც ადრე თუ გვიან გადალახული იქნება. ბიზნესი ენდობა ჩვენ კოორდინირებულ მოქმედებებს კორონავირუსთან ბრძოლის და პრევენციის თვალსაზრისით და სწორედ ამის ნიშანია ის მაღალი ინტერესი, რაც მათ გუშინ გამოავლინეს წიაღისეულის აუქციონის მიმართ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრების გამარტივებული პროცედურით პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება – სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და სხვ.

ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმ მიზნით, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს. პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორმა საკუთრებაში უკვე 50 სახელმწიფო ობიექტი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0