რამდენს გამოიმუშავებენ უმსხვილესი ქართული ტელევიზიები

© photo: Sputnikტელევიზიების მიკროფონები
ტელევიზიების მიკროფონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შარშან რეკლამით მიღებული ყველაზე დიდი შემოსავალი ტელეკომპანია „იმედს“ დაუფიქსირდა - თითქმის 25 მილიონი ლარი

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხუთი უმსხვილესი ტელეარხის მიერ რეკლამით მიღებულმა შემოსავალმა 45 მილიონ ლარს მიაღწია, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მასალებში.

საგადასახადო სამსახურმა სამი ტელეკომპანიის ანგარიშებიდან თანხები ჩამოწერა >>

2019 წელს უდიდესი შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „იმედმა“ – 24,6 მილიონი ლარი.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის შემოსავალმა 13 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მესამე ადგილზეა ტელეარხი „ტვ პირველი“, რომელმაც რეკლამით 3,7 მილიონი ლარი გამოიმუშავა.

ტელევიზიების მიერ რეკლამით მიღებული შემოსავალი

ტელეკომპანია შემოსავალი/ლარი
იმედი 24 597 194
რუსთავი2 13 037 997
ტვ პირველი 3 725 959
მთავარი არხი 2 447 350
საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 096 302

კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ასევე ტელეარხების მიერ რეკლამით მიღებული შემოსავლების შესახებ 2019 წლის ბოლო კვარტლის მონაცემები მოჰყავს. ამ მონაცემებით განსხვავებული სურათი ისახება.

პირველი ორი ადგილი გაინაწილეს „იმედმა“ და „რუსთავი2“-მა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა შედარებით ახალი „მთავარი არხი“.

ამ ტელევიზიამ მაუწყებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ოპოზიციური პოზიციის გამო მაყურებლების დიდი რაოდენობა მიიზიდა.

ყველა ახალი ამბავი
0