საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბენზინის იმპორტი იანვარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 19%-ით შემცირდა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი 22%-ით გაიზარდა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი 2020 წლის იანვარში 4,7%-ით შემცირდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 74,7 ათასი ტონა შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. შემდეგ მოდიან რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები.

აზერბაიჯანის ნავთობის გადაზიდვა რკინიგზაზე - Sputnik საქართველო
ნავთობპროდუქტების იმპორტი: რამდენი საწვავი შემოიტანეს საქართველოში 2019 წელს

ბენზინის იმპორტმა 2020 წლის იანვარში 42 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის – 32,6 ათასი ტონა.

ბენზინის იმპორტი წლის დასაწყისიდან თითქმის 19%-ით შემცირდა 2019 წლის იანვართან შედარებით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა 22%-ით.

რატომ შემცირდა იმპორტი

ტრადიციულად, იანვარში საწვავის იმპორტი და მოხმარება ყოველთვის მნიშვნელოვნად ნაკლებია წლის სხვა თვეების მაჩვენებელთან შედარებით, აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

„აღნიშნული უკავშირდება საახალწლო სადღესასწაულო დღეებს, ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებს, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მნიშვნელოვნად იკლებს. მომდევნო თვეებში ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მოიმატებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

დიზელის საწვავის იმპორტის სტატისტიკა, რომელიც წლის პირველ ნახევარში უარყოფითი იყო, ბოლო ექვს თვეში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოს ბენზინის ყიდვა აღარ მოუწევს?

დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, ხელს უშლის არარეგისტრირებული პროდუქტი, რომელიც დროგამოშვებით ჩნდება ადგილობრივ ბაზარზე.

საწვავის ფასი

2020 წლის იანვარში ბენზინის იმპორტის 70,9% მოდის რეგულარის (А-91) მარკის საწვავზე, 28,5% – პრემიუმის (А-95) მარკის საწვავზე და 0,5% – სუპერის (А-98) ტიპის საწვავზე.

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ფასი შეადგენს: სუპერი – 2,66-2,78 ლარი ერთ ლიტრზე, პრემიუმი – 2,55-2,65 ლარი/ლ, რეგულარი – 2,40-2,55 ლარი/ლ, ევრო დიზელი – 2,56-2,79 ლარი/ლ, დიზელი – 2,64-2,67 ლარი/ლ.

ყველა ახალი ამბავი
0