კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

© photo: Kakha Bekauri / FBკახა ბექაური
კახა ბექაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე პირველად 2017 წელს გახდა, მეორე ვადით არჩევის შემდეგ კი აღნიშნულ თანამდებობას კიდევ სამი წლით დაიკავებს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე მეორედ გახდა, ნათქვამია კომისიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბექაურმა აღნიშნული პოსტი პირველად 2017 წლის მაისში დაიკავა.

მის კანდიდატურას მხარი კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრა 3 თებერვალს გაიმართა და ხუთშაბათს კომისიამ თავისი გადაწყვეტილება დაადასტურა.

მობილური ტელეფონები - Sputnik საქართველო
„ბილაინი“ არაფერს ცვლის, „სილქნეტი“ ელოდება, „მაგთიმ“ დაიწყო...

მანამდე, ბექაურის კანდიდატურა კომისიის წევრად 2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. იგი კომისიას კიდევ სამი წლით უხელმძღვანელებს.

კახა ბექაური დაიბადა 1969 წლის 7 სექტემბერს. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

მრავალი წლის განმავლობაში ბექაური პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 2000-2002 წლებში იყო „საქტელერადიომაუწყებლობის" თავმჯდომარის მოადგილე საფინანსო დარგში.

2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2005-2010 წლებში სადისტრიბუციო კომპანია Other Entertaiment Limited-ის გენერალური დირექტორი იყო.

მოგვიანებით ბექაური „მაესტროს" გენერალური დირექტორი გახდა, სადაც 2011 წლამდე იმუშავა, 2012 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით „მეცხრე არხს" ხელმძღვანელობდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მონოპოლიის დაუშვებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა და გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

ყველა ახალი ამბავი
0