2019 წელს როგორ აშენებდნენ საქართველოში - სტატისტიკის მონაცემები

© photo: Sputnikმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და შიდა ქართლზე მოდის.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. 2019 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში 2,5 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის 2 508 ობიექტი შევიდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ("საქსტატი") მასალებში.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
საქართველოში გზების მშენებლობასა და რემონტზე 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება

2018 წელთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ფართობის მოცულობა 21,8%–ით გაიზარდა, მათი რიცხვი კი 0,4%–ით შემცირდა.

ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და შიდა ქართლზე მოდის.

რეგიონების ტოპ–5 2019 წლის განმავლობაში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით

რეგიონი ობიექტების რაოდენობა წილი ობიექტების საერთო რაოდენობაში %
თბილისი 870 34,7
კახეთი  354 14,1
ქვემო ქართლი  241 9,6
იმერეთი  206 8,2
მცხეთა–მთიანეთი  203 8,1

 2019 წელს საქართველოში ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 10,7 ათასი ნებართვა 7,6 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე.

2018 წელთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 5,3%–ით გაიზარდა, ფართობი კი 21,7%–ით გაფართოვდა.

გაცემული ნებართვების საერთო რიცხვიდან 71% სამ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლსა და აჭარაზე მოდის

რეგიონების ტოპ-5 2019 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მიხედვით

რეგიონი  ნებართვების რიცხვი წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი 5 222 48,8
აჭარა  1 252 11,7
ქვემო ქართლი  1 134 10,6

მცხეთა–მთიანეთი

653 6,1
იმერეთი  610 5,7

 კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან სხვადასხვა შენობების მშენებლობაზე გასცემდნენ ნებართვებს – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, სასტუმროებზე, სავაჭრო ობიექტებზე, ქარხნებზე, სასოფლო–სამეურნეო ობიექტებზე და ა.შ. თუმცა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0