საქართველოში ყირგიზეთიდან მაზუთით დატვირთული პირველი მატარებლები დაიძრა

© Sputnik / Alexander Imedashviliნავთობით დატვირთული მატარებელი
ნავთობით დატვირთული მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყირგიზეთის ყარასუდან წამოსულმა მატარებელმა მაზუთით დატვირთული ცისტერნები ბათუმში ჩამოიტანა, მგზავრობის დრომ 33 საათი შეადგინა

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. ყირგიზეთმა საქართველოში მაზუთის მოწოდება დაიწყო, უკვე გამოგზავნილია ორი პარტია, იუწყება „Sputnik-ყირგიზეთი“.

2019 წლის დეკემბერში ტაშკენტში ხუთი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელების შეხვედრა შედგა.

მეტალურგიული კომბინატი - Sputnik საქართველო
რუსული საწარმოები ლითონს საქართველოს გავლით გადაზიდავენ

ისინი შეთანხმდნენ მულტიმოდალური საერთაშორისო მარშრუტის „აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონის ქვეყნები - ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპა“ და უკანა მიმართულებით მარშრუტის განვითარების შესახებ. მოხდა შეთანხმება, რომ კონტეინერული მატარებლების დაჩქარებული გატარების კუთხით ერთიანი მიდგომები შემუშავდებოდა და გამოყენებული იქნებოდა უნიფიცირებული ტარიფები. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობის მოცულობას არამარტო ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის, არამედ ევროპისა და აზიის სხვა სახელმწიფოებთან.

პირველი სატვირთო მატარებელი ყარასუს რაიონიდან ბათუმში 21 იანვარს უზბეკეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის გავლით წამოვიდა. მატარებელი მაზუთით სავსე 49 ცისტერნით არის დატვირთული. საპილოტე გადაზიდვა წარმატებით განხორციელდა, შემდეგ კი ბათუმის მიმართულებით ყარასუდან კიდევ ერთი, 48 ცისტერნიანი მატარებელი დაიძრა.

იგეგმება ტვირთის მესამე პარტიის გამოგზავნა. ყირგიზეთიდან შემოდის სათბობი მაზუთი-100. გამომგზავნია სს „ყირგიზნავთობგაზი“ (Кыргызнефтегаз).

ყველა ახალი ამბავი
0